წესდება: კავშირი მწვანე დედამიწა



1. ზოგადი დებულებები

1.1 რეგისტრირებული კავშირი “მწვანე დედამიწა” (შემდგომში კავშირი) არის ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანება, არამომგებიანი, არაპოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სხვა მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო ნორმებისა და ამ წესდების შესაბამისად.
1.2 კავშირი არის კერძო სამართლის არასამეწარმეო ხასიათის იურდიული პირი. კავშირის სამართლებრივი ფორმაა კავშირი.
1.3 კავშირი თავის მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.
1.4 კავშირის იურდიული მისამართია: საქართველო, თბილისი 0102, მაზნიაშვილის 4ვ.

2. კავშირის მიზნები

2.1 კავშირის მიზანია ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგიების, ეკოლოგიური მდგომარეობის, ენერგოეფექტურობის და ენერგეტიკის პოპულარიზაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
2.2. ადამიანის უფლებების დაცვა, სამართლიანი არჩევნებისადმი ხელშეწყობა, არჩევნების და საარჩევნო პროცედურის მონიტორინგი, რაც გათვალისწინებულია შიდა კანონმდებლობით, საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლის ნორმებით და სხვა საერთაშორისო დეკლარაციების შესაბამისად.

3. კავშირის საქმიანობის ფორმები

3.1 კავშირი თავისი მიზნების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რაც კანომდებლობით არ არის აკრძალული. საქმიანობის სახეებს, რომლებიც საჭიროებს სპეციალურ ნებართვას კავშირი განახორციელებს მხოლოდ სათანადო ნებართვის მიღების შემთხვევაში.

4. კავშირის წევრები და მათი უფლებამოსილებანი

4.1 კავშირის წევრები შეიძლება იყოს ხმის უფლების მქონე ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს კავშირის წესდებას. დასაშვებია აგრეთვე კავშირის კოლექტიური წევრობაც, რომლებიც შეიძლება წარმოდგენილ იქნენ სხვა იურდიულიპირით თუ მათ ეს კანონით არ აქვთ აკრძალული.
4.2 კავშირის წევრობას ადასტურებს სათანადო წესით გაფორმებული და გაცემული კავშირის წევრობის მოწმობა.
4.3 კავშირის წევრად მიღება წარმოებს დირექტორის სახელზე პირადი განაცხადის საფუძველზე, რომელიც 8 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას.
4.4 კავშირის წევრს უფლება აქვს:
4.4.1 აირჩიოს და არჩეულ იქნას ნებისმიერ ორგანოში;
4.4.2 მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში;
4.4.3 მიიღოს ინფორმაცია კავშირისა და მისი ორგანოების საქმიანობის თაობაზე, დირექტორის თანხმობის შემდეგ;
4.4.4 ისარგებლოს კავშირის კუთვნილი ქონებით დადგენილი წესის შესაბამისად;
4.4.5 მიმართოს კავშირის ნებისმიერ ორგანოს განცხადებით, წინადადებით, საჩივრით და მიიღოს მასზე პასუხი;
4.5 კავშირის წევრი ვალდებულია:
4.5.1 მიიღოს მონაწილეობა კავშირის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები;
4.5.2 შეასრულოს კავშირის არჩევითი ორგანოების გადაწყვეტილებები;
4.5.3 გადაიხადოს საწესდებო შენატანი დირექტორის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;
4.6 კავშირის წევრებს ეკრძალებათ იმოქმედონკავშირის სახელით კავშირის ხელმძღვანელი ორგანოების ნებართვის გარეშე.
4.7 კავშირი პასუხისმგებელია მისი წევრების მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია კავშირის საქმიანობასთან.
4.8 კავშირის წევრებს უფლებამოსილება უწყდება:
- საკუთარი განცხადების საფუძველზე;
- სასამართლო გადაწყვეტილებით მისი ქმედუუნაროდ ცნობისას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;
- გარდაცვალებისას;
- დირექტორის გადაწყვეტილებით, როცა მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კავშირის მიზნებს და არღვევენ ამ წესდების დებულებებს;
- ლიკვიდაციისას;

5. კავშირის ორგანიზაციული სტრუქტურა

5.1 კავშირის უფლებამოსილი ორგანოა საერთო კრება.
5.2 საერთო კრება უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს შემდეგ საკითხებზე:
- კავშირის სტრატეგიის განსაზღვრა;
- კავშირის ორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხის გადაწყვეტა;
5.3 საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5.4 კავშირის წარმომადგენლობაზე და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირია დირექტორი.
5.5 საერთო კრება ხმათა უბრალო უმრავლესობით ხუთი წლის ვადით ირჩევს კავშირის დირექტორს.
5.6 საერთო კრების წევრები არიან მხოლოდ აქტიური წევრები.
5.7 კავშირის დირექტორი ერთპიროვნულად წარმოადგენს კავშირს მესამე პირის წინაშე.
5.8 კავშირის დირექტორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
- განაგებს კავშირის ქონებას;
- ამტკიცებს განსახორციელებელ პროგრამებს და მათ კოორდინატორებს;
- იღებს გადაწყვეტილებას კავშირის ფილიალების შექმნის შესახებ, ამტკიცებს მათ დებულებას და ნიშნავს მათ ხელმძღვანელებს;
- იღებს გადაწყვეტილებებს საწესდებო მიზნების მისაღწევად;
- ახორციელებს კავშირის ლიკვიდაციას და რეორგანიზაციას;
- წარმოადგენს კავშირს მესამე პირის წინაშე;
- ახორციელებს კავშირის ფინანსურ სახლსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვას და პასუხისმგებელი არის მათ სწორ გამოყენებაზე;
- ხელმძღვანელობს სხდომებს;
- ხელს აწერს ყველა დოკუმენტს რაც კავშირის სახელთან არის დაკავშირებული;
- ითებს გადაწყვეტილებას სხვა ორგანიზაციებში გაწევრიანების შესახებ;
- განსაზღვრავს კავშირის თანამდებონის პირებს და მომსახურე პერსონალს, საშტატო ერთეულების ხელფასის ფონდის ზღვრულ ოდენობას;
- შეიმუშავებს და საერთო კრებას წარუდგენს კავშირის საქმიანობის წლიურ გეგმას;
- ასრულებს სხვა ფუნქციებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
- წყვიტავს სხვა საკითხებს, მორლებიც ამ წესდებით არ განეკუთვნება სხვა ორგანოთა უფლებამოსილებას;

6. კავშირის ქონება

6.1 კავშირის ქონება და სახსრები იქმნება:
- წევრთა შენატანებით;
- დამატებითი ხასიათის სამეწარმეო და ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული მოგებით;
- ქართველ და უცხოელ იურდიულ და ფიზიკურ პირთა შემოწირულობებით;
- გრანტებით;
- სხვა კანონიერი საქმიანობით მიღებული შემოსავლებით;

6.2 კავშირის ქონების გამოყენება დაიშვება მხოლოდ საწესდებო მიზნების შესასრულებლად და საქველმოქმედო მიზნებისათვის.

7. კავშირის ფილიალები

7.1 კავშირს უფლება აქვს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გახსნანს ფილიალები (წარმომადგენლობები).
7.2 ფილიალების (წარმომადგენლობების) დებულებას ამ წესდების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს კავშირის დირექტორი.
7.3 ფილიალების (წარმომადგენლობების) შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დირექტორი.

8. კავშირის საქმიანობის შეწყვეტა

8.1 კავშირი იქმნება განუსაზღვრელი ვადით.
8.2 კავშირის რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.
8.3 კავშირის ლიკვიდაცია ხდება:
- საერთო კრების გადაწყვეტილებით;
- გაკოტრებისას;
- რეგისტრაციის გაუქმებისას კანონით დადგენილ შემთხვევაში;
8.4 ლიკვიდაციას ახორციელებს კავშირის დირექტორი.
8.5 ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადაეცემა უსასყიდლოთ რომელიმე საქველმოქმედო ან არამომგებიან ორგანიზაციას.

9. დასკვნითი დებულებები

9.1 წინამდებარე წესდება ძალაში შედის რეგისტრაციის დღიდან.
9.2 ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ დირექტორის გადაწყვეტილებით.
9.3 წესდებაში ყოველგვარი ცვლილება ფორმდება წერილობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.